მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
Ambebi.ge-სთან საუბრისას მსახიობის ოჯახის წევრმა ნიკო ნანიტაშვილმა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:– ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა,
ტვინის უფუნქციოდ ყოფნა – სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.