“მანუ ტელევიზიიდან სინამდვილეში იმიტომ გაუშვეს რომ..” – ნახეთ ირმა სოხაძემ სიმართლეს ფარდა ახადა და შოკისმომგვრელი რამ გაამხილა

0

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პოსტვზე” შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც ირმა სო­ხა­ძე და მანუ მურ­ღუ­ლია იყ­ვნენ, და­ი­ხუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით გა­ჩერ­და. თუმ­ცა გა­და­ცე­მას უკვე ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მანუ მურ­ღუ­ლია „ნი­კოს ბენდშიც“ აღარ იქ­ნე­ბა…

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ირმა სო­ხა­ძეს და­ვუ­რე­კეთ. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვა. დღეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს, ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა და ახლა უნდა გა­ერ­კვეს საით მი­დის ქვე­ყა­ნა

– ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გვი­თხა­რით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პოსტვზე” თქვე­ნი გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა ორი დღეა გა­და­ცე­მა ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით ეთერ­ში გა­დის.

– არა, წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს წა­დიო.

ახლა ტა­ი­მა­უ­ტი მაქვს აღე­ბუ­ლი, რო­დე­საც რა­ღა­ცა არ მეს­მის და ვერ ვხვდე­ბი რა ხდე­ბა, იქ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ეს პირ­ვე­ლად არ გა­მი­კე­თე­ბია, ჩემი მშობ­ლი­უ­რი „პირ­ვე­ლი არხი“ ორ­ჯერ დავ­ტო­ვე. პირ­ვე­ლად როცა ყვე­ლა გა­უშ­ვეს ჩემს გარ­და, 2004 წელს, დიდი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს და მე­ო­რედ რო­დე­საც ბორდში ექ­ვსი წელი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად ვი­ყა­ვი და და­ვემ­შვი­დო­ბე მა­ყუ­რე­ბელს.

– აქ­ცი­ის დღე­ებ­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ცნო­ბილ სა­ხე­ებ­ზე იყო ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ აქ­ცი­ებ­ზე, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თქვენს თავ­ზე ეს გიგ­რძნი­ათ?

– რა ზე­წო­ლა, რომ რა­ტომ არ ხარ აქ­ცი­ებ­ზე? – მე არ მეს­მის ეს კა­ნო­ნი დღეს ასე­თი ძვი­რი რა­ტომ ღირს, რომ ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩა. ძა­ლი­ან გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ რა გვე­ლის არ ვი­ცით. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რორ­ში ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც რა­ღაც არ მეს­მის, მე გვერ­დზე გავ­დი­ვარ ან ვამ­ბობ. მე „პოსტვსთან“ კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.

რო­დე­საც შარ­შან პირ­ვე­ლად ეს კა­ნო­ნი შე­მო­ი­ტა­ნეს, ჩემი სტუ­დი­ი­დან, გა­და­ცე­მი­დან არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე ამ თე­მა­ზე და რო­დე­საც კა­ნო­ნი გა­ი­ტა­ნეს, კმა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მოვ­თქვი. წელს მარ­თლა ვერ გა­ვი­გე რა მოხ­და და მე წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, მეტი რა გა­ვა­კე­თო.

ის რომ მი­ტინ­გებ­ზე არ ვდგა­ვარ ეს ჩემი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხია, ვერ ვჩერ­დე­ბი. ის რომ მე ამ კა­ნონს არ ვი­ზი­ა­რებ და არ მომ­წონს, რად უნდა ამას სა­უ­ბა­რი. ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა, რა­საც ვფიქ­რობ იმას ვა­კე­თებ, პა­ტა­რა ხომ არ ვარ.

არა­ვის და­უ­ტო­ვე­ბია ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი, ყვე­ლა ხვდე­ბა რაც ხდე­ბა, არა­ვი­ნაა სუ­ლე­ლი, მაგ­რამ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მოს­წონს. მაგ­რამ თუ ვინ­მე მოს­წონს და კომ­ფორ­ტუ­ლად არის სად­მე, ყო­ჩაღ, მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მშურს, მე ვერ ვარ კარ­გად. წა­მო­ვე­დი, დავ­ტო­ვე ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, მეტი რა ვქნა.

აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ სიმ­ღე­რა­ზეც მი­საყ­ვე­დუ­რეს პი­რად­შიც მომ­წე­რეს, რა­ტომ აუკ­რძა­ლე ხალ­ხს სიმ­ღე­რაო. მე ხალ­ხის­თვის არ ამიკ­რძა­ლავს, პი­რი­ქით, მათ­თან ერ­თად ვმღე­რი, ჩემ­ზე მე­ტად ეს ვის უხა­რია. მე ავუკ­რძა­ლე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას,“ რო­დე­საც მო­მი­ვი­და ხმე­ბი, შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ სლო­გა­ნად უნ­დო­დათ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ „ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია“. მე არ ვარ ნა­ცე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვია, რომ ოც­ნე­ბას თუ გა­აკ­რი­ტი­კებ ნაცი ხარ, ეს არ გა­მი­ბე­დოს არა­ვინ, ვინც მე ნაცს და­მი­ძა­ხებს, ის თა­ვად არის ნაცი. თუ რა­მის დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ვან­ში არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ეს არის ნა­ცე­ბის მობ­რუ­ნე­ბა.

სწო­რედ მა­გას ვსაყ­ვე­დუ­რობ ჩემს არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, “ოც­ნე­ბას”, რო­მელ­საც ვენ­დო­ბო­დი ამ­დე­ნი წელი, უპი­რო­ბოდ ვირ­ჩევ­დი და მა­თი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნეს.

– თქვენ ხომ ბევ­რს იც­ნობთ “ოც­ნე­ბი­დან” და არ გქო­ნი­ათ პი­რა­დი სა­უ­ბა­რი კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

– ნუ გე­ში­ნია, გა­და­სა­რე­ვი კა­ნო­ნი­აო, ყვე­ლა მარ­წმუ­ნებს. კა­ნო­ნიც წა­ვი­კი­თხე, რუ­სუ­ლიც ვიცი რა არის, რა საფრ­თხე­ე­ბია. რომ არის საფრ­თხე იგი­ვე სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც რუ­სეთ­ში. არის საფრ­თხე რომ მალე აღარ იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია, ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი. დღეს მა­ჭა­რაშ­ვილ­მა თქვა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა უნდა გა­სა­მარ­თლდეს, ვინც ამ კა­ნონს აკ­რი­ტი­კებ­სო. კარ­გად გვქო­ნია საქ­მე.

– არ გაქვთ მო­ლო­დი­ნი რომ ახლა ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­იბ­ლო­კე­ბით?

– და­ვიბ­ლო­კო, ნეტა მარ­ტო ეგ იყოს და­ნა­კარ­გი და და­ნაკ­ლი­სი. არ მაქვს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ­სად გა­მო­ჩე­ნის, უნდა გა­ვერ­კვე ჩემი ქვე­ყა­ნა საით მი­დის. ძა­ლი­ან თბი­ლად მხვდე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მი­ღი­მის, მა­ჩე­რე­ბენ, სუ­რათს იღე­ბენ. ხში­რად მქო­ნია მო­მენ­ტი რო­დე­საც ჩემი თავი და­მიბ­ლო­კავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კი­დევ მაქვს იმე­დი ჩემი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც დღე­საც არის, რომ გო­ნი­ე­რე­ბას მო­უხ­მობს.

Share.