კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სასწრაფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამჯერ გამოძახებული ბრიგადიდან არცერთმა არ უთხრა, რომ მის 89 წლის ბებოს ინფარქტი აქვს.
მაია კაჭკაჭიშვილი: – სამი ბრიგადა მოვიდა და არავინ მითხრა, რომ ინფარქტია, სანამ ფასიანი არ გამოვიძახე. 112-ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთვის!!! 89 წლისაა ჩემი ბებო, რომელიც სამყაროს მირჩევნია. ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ, თუნდაც ის გამაგებინონ, რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს!!!
ახლა ვიგებ ამას კარდიოექსპეესისგან, როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112-ის ბრიგადა გამოძახებული!
სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!!! პასუხი უნდა აგოს ყველა ასეთმა ექიმმა და თავს შევაკლავ რომ ვაგებინო!!! მერე იმედია, სხვებიც გაითვალისწინებენ…