ეს 10 წლის გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა რეჟისორებისთვის. მასზე მთელ სერიალებს აგებენ და ამ სერიალებს უამრავი მაყურებელი ჰყავს. გოგონას ნიჭიერება და უშუალობა მაყურებლებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დღეს ბერენ გიოქილდიზი კინოს ვარსკვლავია.
ბერენი 2009 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული სტამბოლში. დედამ ადრევე შეამჩნია ბავშვს სამსახიობო ნიჭი, მიატოვა სამსახური და გოგონას მიუძღვნა თავი – ახლაც გამუდმებით მის გვერდით არის და ყველაფერში ეხმარება, რაც კი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაკავებულია კინოში, ასწრებს სკოლაში სიარულს და თანაც – კარგი მოსწავლეა.
მისი პირველი როლი იყო სერიალში “ჩემი ქმრის ოჯახი” და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში “დედა”, რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
წყარო:sport24.ge