“ბულგარეთიდანაა მამა დედა კი..” – ნახეთ სინამდვილეში ვინ არის 33 წლის თურქი მსახიობი,ჩაღათაი ულუსოის აქამდე უცნობი ამბები და გზა ვარსკვლავობამდე

0

ჩაღათაი ულუსოი 33 წლის თურქი მსახიობია, რომელიც საქართველოშიც ტყელეამაყურებლებს ძალიან უყვართ.
გთავაზობთ პოპულარული მსახიობის მოკლე ბიოგრაფიას.
ჩაღათაის მამა — ბულგარული წარმოშობის თურქია, რომელიც ბულგარეთიდან თურქეთში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი — ბოსნიური წარმომავლობისაა. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ატალაი ჰქვია. ჩაღათაი არა მარტო მსახიობი, არამედ მოდელიცაა,

რაშიც მას განსაკუთრებულად უწყობს ხელს საკუთარი სიმაღლე (190 სმ). მსახიობმა თავისი კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო მოდელობით. 2010 წელს მან მოიგო კონკურსი „თურქეთის საუკეთესო მოდელი“. იმავე წელს გამოცდები ჩააბარა სტამბოლის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად მან სამსახიობო დაოსტატებაში დაიწყო მომზადება და „35 Buçuk ‘aldıoyunculuk“-ის აკადემიის მხატვრული სასწავლებელის კურსებზეც მოეწყო. კურსის მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებასა და შრომის მოყვარეობაზე. ამასთან, მას შოუ-ბიზნესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისინი მართლაც არ შემცდარან.ხალგაზრდა მსახიობის პირადი ცხოვრება

ლამაზ და მომხიბლავ თურქ მსახიობს ბევრი გულშემატკივარი ყავს. ის მუდამ ყურადღების ცენტრშია თავის პარტნიორებთან ერთად. მით უმეტეს, ის არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე, ინტერვიუებში ცდილობს თავიდან აიცილოს ეს თემა. ჯერჯერობით ოჯახი არ არის მისი გეგმების ნაწილი. პირველ რიგში ჩაგათაი ულუსოის სურს შეიქმნას ღირსეული კარიერა, მოიპოვოს პოპულარობა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საზღვარგარეთაც. და მხოლოდ ამის შემდეგ ის იფიქრებს ქორწინებაზე, ოჯახზე, შვილებზე და ა.შ.

ჟურნალისტები თურქი მსახიობის ორი რომანის შესახებ წერდნენ: სერენაი სარიქაიას და დერია შენსასთან. 2015 წელს ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა ლეილა ლიდია თუღუთლუსთან ურთიერთობის შესახებ სტატიებით. ისინი რესტორანშიც კი გამოიჭირეს ერთად, თუმცა მათი განცხადებით ყოველი შეხვედრა მომავალ გადაღებებს ეხებოდა.
ჩაღათაის დებიუტი კინოში, 2009 წელს შედგა რეჟისორ ანადოლ ქართა-ლანის მხატვრულ ფილმში „Anadolu Kar-talları“, სადაც მან აჰმეთ ონურის როლი შეასრულა. იმავე წელს დაიწყეს მისი სინჯების გადაღება სერიალში „Adini feriha koydum“. სადაც მას ემირ საფაროღლუს როლი უნდა შეესრულებინა. აღნიშნული სერიალის 1-2 სეზონის გადაღებები 2011 წელს დასრულდა და მან დიდ აღიარებას მიაღწია: თვით თურქეთში, ბულგარეთში, პაკისტანში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 1 და მე-2 სეზონების წარმატებების შემდეგ, მსახიობი 2012 წელს, შეუცვალეს რა სათაური სერიალს და უწოდეს „Emir’in Yolu“, მე-3 სეზონში მიიწვიეს გადაღებებზე მთავარ როლებში. იმავე წელს მსახიობი გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმშიც. 2013 წელს მან სერიალ „Medcezir“-ზე დაიწყო მუშაობა, რომელის ქართული სახელწოდებაცაა „გზაჯვარედინი“. ამ სერიალში მან ერთ-ერთი მთავარი გმირის, იამან კოპერის როლი წარმატებით შეასრულა.
ჩაღათაის განსაკუთრებული წარმატება ბოლო წლებში ჰქონდა, სადაც არაერთ სერიალსა და ფილმში მიიღო მონაწილეობა.
ჩაღათაი რამდნეიმე წლის წინ საქართველოსაც სტუმრობდა.

წყარო:sport24.ge

Share.