“წარმატებული 40 წლის თურქი მსახიობი რომელსაც..” – ნახეთ რა გზა გაიარა ქივანჩ თათლითუღმა წარმატებამდე

0

ქივანჩ თათლითუღმა ფართო საზოგადოება ისე იცნობს, როგორც თურქ ბრედ პიტს. 40 წლის მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და წლებია, წარმატებით თამაშობს თურქულ სერიალებში.
1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა თურქეთის ქალაქ ადანაში, მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები კოსოველი ალბანელების შთამომავლები არიან. ოჯახს საკუთარი საცხობი ჰქონდა და ამ პატარა ბიზნესით ინახავდნენ 5 შვილს.


სკოლაში ქივანჩი საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან უყვარდა კალათბურთი. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ კოლეჯის გუნდში მოხვდა, მერე კი ცნობილმა კლუბმა “ფენერბახჩემ” გადაიბირა. თუმცა მოულოდნელად მუხლის ტრავმა მიიღო და პროფესიონალურ სპორტს ჩამოშორდა.

ისღა დარჩენოდა, სხვა სფეროებში ეცადაბედი. სტამბოლის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, მერე კი დედის რჩევით, სამოდელო სფეროში სცადა ბედი. სამოდელო სააგენტოში რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ პოდიუმზეც გამოჩნდა, 2001 წელს გაიმარჯვა კონკურსზე “თურქეთის საუკეთესო მოდელი”, სულ ცოტა ხანში კი – “მსოფლიოს საუკეთესო მოდელის” ტიტულიც მოიპოვა.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა სამოდელო ბიზნესში დარჩენას არ გეგმავდა. სამსახიობო ოსტატობის კურსები გაიარა და რამდენიმე წელში ახალ კინოვარსკვლავადაც იქცა.

ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა “აკრძალული სიყვარული”, რომელშიც ბერენ საათმა გაუწია პარტნიორობა. მერე კი მისი კარიერა წარმატებულად გაგრძელდა კვლავაც.

მეგობრების თქმით, მოკრძალებული და მორცხვი ადამიანია. თუმცა მის სახელს ბევრი რომანი უკავშირდება. 2004 წელს ხვდებოდა მსახიობ აზრა აკინი, ყოფილ “მის მსოფლიოს”. ოთხი წელი იყვნენ ერთად, მერე კი დაშორდნენ.აზრას შემდეგ ხვდებოდა მასზე 16 წლით უფროს ტელეწამყვანს, შემდეგ – თურქი მილიონერის ქალიშვილს. 2013 წელს კი გაუმიჯნურდა ბაშაკ დიზერს, სტილისტსა და გრიმიორს. სწორედ მასზე იქორწინა 2016 წელს. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს.

Share.