“მკვლელი ვარ ცოლი და სიდედრი დავხოცე..” – ნახეთ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის ზარი 112-ში

0

22 მა­ისს რუს­თავ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 27 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცოლი და სი­დედ­რი – მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­ში მოხ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი და სი­დედ­რი 9 თვის ჩვილს ეტ­ლით ასე­ირ­ნებ­და.გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“კუ­რი­ე­რი P.S.-მა” მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ფი­რაშ­ვი­ლის 112-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ჩა­ნა­წე­რი მო­ი­პო­ვა. ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ მკვლე­ლი თა­ვად იყო.

“გა­მარ­ჯო­ბა, მე­რი­ას­თან ორი გვა­მია… მკვლე­ლი მე ვარ. გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი ვარ. ჩემი მე­უღ­ლე, ბავ­შვი და სი­დედ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დი­ოდ­ნენ და ცოლი და სი­დედ­რი დავ­ხო­ცე” – ამ­ბობს ზა­რის დროს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან და სი­დედრთან ერ­თად კლი­ნი­კა­ში თა­ვა­დაც იყო მი­სუ­ლი, რად­გან შვი­ლის­თვის კვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­საც, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძის, ინგა ბე­გაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლის მის­ვლას ასა­ხავს.

“სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა და­ტო­ვეს გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილ­მა და მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძემ, რა დრო­საც სა­ვა­რა­უ­დოდ მათ შო­რის მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ამის შემ­დეგ მა­რი­ა­მი მარ­ტო შებ­რუნ­და კლი­ნი­კა­ში, ფი­რაშ­ვი­ლი მათ გა­რეთ ელო­დე­ბო­და გას­ვლას, რომ მათ­ზე თავ­დას­ხმის­თვის ხელ­საყ­რე­ლი დრო შე­ერ­ჩია. და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია გენ­დე­რის ნიშ­ნით, რაც ნიშ­ნავს, რომ მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძეს გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი პი­რად სა­კუთ­რე­ბად გა­ნი­ხი­ლავ­და. ქალ­ბა­ტონს სურ­და მშობ­ლი­ურ ოჯახ­ში და კავ­ში­რი გა­ე­წყვი­ტა მე­უღ­ლეს­თან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო ის, რომ სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო მე­უღ­ლის მხრი­დან” – ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

მოკ­ლუ­ლი მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძის უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ადას­ტუ­რებს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლის დედა. ქე­თე­ვან სუ­ჯაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს:

“ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი მა­მის გავ­ლე­ნის­გან ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მკვლე­ლო­ბის­კენ ამან უბიძ­გა, გი­ორ­გის სულ ეუბ­ნე­ბო­და ცოლს და­შო­რე­ბო­და. ერთ-ერთი ჩხუ­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მის­თვის გი­ორ­გის უთ­ქვამს, რომ იუ­რი­დი­უ­ლად ბავ­შვი ჩვენ გვე­კუთ­ვნი­სო. ვფიქ­რობ, რომ მა­მის დიქ­ტა­ტო­რულ­მა ქცე­ვამ უბიძ­გა გი­ორ­გის მო­ეკ­ლა, ცოლი და სი­დედ­რი”.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილს ამ­ჟა­მად ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას უტა­რე­ბენ. საქ­მის გან­ხილ­ვა რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა.

Share.