გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარეა და ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს.
სტატისტიკური გვერდის “Sofascore”-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩატარებულ 3 მატჩში 21-ჯერ მოიგერია ბურთი, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.
ასევე მამარდაშვილის საშუალო შეფასება 10-ქულიანი სისტემით 8.17 ქულაა, რაც მეკარეებს შორის საუკეთესოა.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე ყველაზე მეტი მოგერიებით რუმინეთის და ალბანეთის მეკარეები არიან, ორივე მათგანმა 13-ჯერ გადაარჩინა თავისი ნაკრები.
მამარდაშვილი ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სატრანსფერო პორტალ “ტრანსფერმარკტზე” ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოძებნადი ფეხბურთელია. ქართველმა მეკარემ მთელი მსოფლიო გააოცა და საფეხბურთო სკაუტების დიდი ყურადღებაც მიიპყრო.
ნახეთ ევროპის ჩემპიონატის მეკარეების საუკეთესო ათეული მოგერიებების მიხედვით ამ ეტაპისთვის.