“3 შვილი ჰყავს გიორგის,2 პირველი ქორწინებიდან,გიჟი მამა,მეუღლემ ისე ინერვიულა ძლივს მოვასულიერეთო..” – ნახეთ რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა

0

“ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს”
“არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა”,
– თქვა მაშინ, როდესაც ირანის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. გიორგი გველესიანის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით, მიღწევებით, გამარჯვებებით… მისი თავგადასავალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახლა დაიწყო და უკვე ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს კარს საიმედო მცველი ეყოლება. დაუღალავი შრომით, გიორგიმ მიაღწია დიდ წარმატებას, აღიარებას, ორგზის ჩემპიონობას 80-მილიონიან ირანში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

გიორგის შესახებ უფრო მეტს მისი დედა ლელა გრძელიშვილი გვიამბობს.
– გი­ორ­გი სა­ოც­რად მშრო­მე­ლია, 7 წე­ლია გა­დახ­ვე­წი­ლია ირან­ში, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიძ­ნე­ლე­ებს გა­უძ­ლო, ყო­ველ წუთს ბრძო­ლა­შია. თუ გინ­და, ამ სპორ­ტში კარ­გი იყო, წუ­თი­თაც არ უნდა მო­დუნ­დე.

– იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. გი­ორ­გი ირან­ში მარ­ტო ცხოვ­რობს?

– მარ­ტოა, ჩვენ თბი­ლის­ში ვართ, ოჯა­ხი სულ ენატ­რე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო იშ­ვი­ა­თად აქვს, აქ რომ ჩა­მო­ვი­დეს. გუნდს ხომ ვერ უღა­ლა­ტებს, ყვე­ლა მატჩში თა­მა­შობს.

– გი­ორ­გის ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

– გი­ორ­გის ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს, ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლი. ჩემი რძა­ლი მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და სიძე დორ­ტმუნდში იყ­ვნენ. ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრეს, – ლინ­დამ ისე ინერ­ვი­უ­ლა, ძლივს მო­ვა­სუ­ლი­ე­რე­თო, მან ხომ იცის გი­ორ­გის გან­წყო­ბა. ისე­თი მო­წყუ­რე­ბუ­ლი იყო თა­მაშს, მო­ე­დან­ზე შე­ვარ­და, თურ­მე მა­ნამ­დე რა­ღაც შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ევ­ლო და ეს და­ა­ვი­წყდა.

– გი­ორ­გი რო­გო­რი მა­მაა?

– 3 შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის 2 – პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. გიჟი მა­მაა, სა­ოც­რად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად ბავ­შვებ­თან ახ­ლოს ხში­რად ვერ არის, მათი აღ­ზრდის საქ­მე­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლია, ყვე­ლა დე­ტა­ლი იცის. მშო­ბელ­თა ჯგუფ­შია გა­წევ­რე­ბუ­ლი და ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სშია. ბიჭი ფეხ­ბურთზე და­დის და იცის, რო­მელ დღეს, რო­მელ სა­ათ­ზე აქვს ვარ­ჯი­ში. ასე შორს იყო ამ­დე­ნი წელი და შვი­ლე­ბის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი იცო­დე? გი­ორ­გის­ნა­ი­რი მამა არც შემ­ხვედ­რია….
წყარო:www.ttimes.ge

Share.