,,23 წლის ახლად დაქორწინებული წყვილი”: ნახეთ ვინ არიან ავარიას შეწირული ახალგაზრდები – საზარელი ფოტო კადრი შემთხვევის ადგილიდან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან 23 წლის ცოლ ქმარი, რომელიც ახლად დაქორწინებულები იყვნენ dianews.ge-ს ინფორმაციით, ისინი მინივენის ტიპის მანქანით მგზავრობდნენ, რა დროსაც ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს. გარდაცვლილები სოსელიები არიან.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა, მეორესი კი შედარებით სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.
წყარო: dianews.ge

Share.