ოპტიკურ ილუზიებს ადამიანებზე ბევრი რამის თქმა შეუძიათ. მისი საშუალებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელია თქვენში დომინანტური თვისება და რა გიშლით ხელს წარმატებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ მარტივი ტესტის გასაკეთებლად მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ. წესები კი ასეთია: დააკვირდით ფოტოს, დაიმახსოვრეთ ის, რაც პირველი დაინახეთ და შემდეგ წაიკითხეთ განმარტება:
მაიმუნი
თუ პირველს მაიმუნს დაინახავთ, ესე იგი საოცარი ენერგიით ხართ დაჯილდოებული. ასევე, ხართ ოპტიმისტი ადამიანი, გიყვართ გართობა და სხვების გამხიარულება. გინდათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები ბედნიერები იყვნენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ხშირად უდარდელი ჩანხართ, სერიოზულ სიტუაციებში გაქვთ უნარი, რომ საოცარი წინდახედულობა და გამჭრიახობა გამოავლინოთ.
ღამურა
წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი ხართ და ზოგჯერ სხვების გაგება ძალიან გიჭირთ. გაორებული ბუნება გაქვთ. შესაძლოა, ერთ დღეს სავსე ხართ ენერგიით და პოზიტიური განწყობით, ხმამაღლა იცინით და ცხოვრებით ტკბებით, მეორე დღეს კი დეპრესიის მორევში გადაეშვებით. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენს საყვარელ ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და მათ სულ შიში აქვთ, არ იციან, რა ხასიათზე იქნებით. ამიტომაც, მსგავსი ურთიერთობებით ხშირადვე იღლებიან და თქვენთან კომუნიკაციას წყვეტენ.
დათვი
ეს არის სიმტკიცის, გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლო. ადამიანები, რომლებმაც პირველი დათვი დაინახეს, საოცარი შეუპოვრობით ხასიათდებიან. არიან მიზანდასახულები, ჯიუტები და აუცილებლად აღწევენ იმას, რაც სურთ. პატივს სცემენ სხვა ადამიანებს და დაბრკოლებებს არასოდეს უშინდებიან. ყველაზე დიდი დაცემაც კი შეუძლიათ საკუთარ ძალად და მოტივაციად გადააქციონ.
ძაღლი
თუ თქვენ პირველი ძაღლი დაინახეთ, ესე იგი ძალიან ერთგული და პატიოსანი ადამიანი ხართ. გამოირჩევით მზრუნველობით. გირჩევნიათ სიმართლე თქვათ, ვიდრე სხვებს ტყუილის გამო უყვარდეთ. ამის გამო ხშირად პრობლემებიც გექმნებათ. როგორც ამბობენ, “მწარე ენა” გაქვთ და სხვებს ეს აღიზიანებთ. თუმცა, საყვარელი ადამიანის გამო ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ და მათ ინტერესებს ყოველთვის თქვენზე წინ აყენებთ.
კატა
ადამიანები, რომლებმაც პირველად კატა დაინახეს, ხშირად იდუმალი და ამოუცნობები არიან. შესაძლოა, ჰქონდეთ კარგი მანიპულაციის უნარი და გარშემომყოფებს აინტრიგებდნენ. თქვენთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს სურს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხართ მოხერხებული და საკუთარი წარმატებისთვის შესაძლოა ბევრი რაღაც გასწიროთ.
წყარო : elnews.ge