“რო რეკავთ პრაიმ ჰაუსსში ბოლოს ქველმოქმედებაში როდის გაიღეთ ერთი ლარი..” – ნახეთ რას წერს ნათია ბერიძე

0

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს წერს:
“პრაიმ ჰაუსში რომ რეკავთ იმისთვის რომ ვიღაც უფრო დიდი ხნით დარჩეს ამ რაღაც საზიზღობაში და უფრო მეტჯერ გაიკეთოს თავზე ფალოსი, 2 მილიონი ზარი შევიდაო სადღაც ვნახე (სულ რომ 500 000 იყოს) იმ ხალხს მინდა ვკითხო, ბოლოს ქველმოქმედებისთვის როდის გაიღეთ ერთი ლარი?! 500 000 ადამიანმა კვირაში ერთხელ ერთი ლარი რომ ჩარიცხოს სადმე ფონდში, რამდენ პრობლემას მოვაგვარებთ გარშემო ხვდებით?! ადამიანებისაც და ცხოველებისაც

ახლა არ მითხრათ ეგ მთავრობამ უნდა აკეთოსო. სულაც არა მეგობრებო, საზოგადოებას თავის წილო პასუხისმგებლობა აკისრია და ის უნდა შევასრულოთ პირნათლად.
კიბატონო, ნება თქვენია, თქვენს ნაშრომ ფულს რაში გადაიხდით, რა თქმა უნდა მაგრამ, ხანდახან როცა მომაკვდავი ბავშვის, ან თუნდაც მშიერი ცხოველის ფოტოს ვხედავ ხორცები მინდა დავიჭამო რომ ელემენტარული თანხა არ გროვდება გადასარჩენად.
ესაა დღეს ჩვენი რეალობა, ფულის გადახდა გვირჩევნია ბორდელვიზიაში და არა ქველმოქმედებაში. მომიტევეთ ვინმეს თუ გაწყენინებთ ამ პოსტით. არცერთი დღე არ მინახავს ეგ პროექტი, ისევ თქვენივე ატვირთულ ვიდეოს და ფოტოებს თუ წავაწყდები.
სამაგიეროდ ყოველ დღე ვნახულობ ავადმყოფი ბავშვების, მოზარდების, ცხოველების ფოტოებს, რომელთა ბედი ჩვენს ხელშია და ვცვლით მათ სიცოცხლეს ვიღაც ტიტველ, შუბლზე ფალოს მიმაგრებულ გარყვნილებში. რომ ისინი კარგად გაერთონ, მერე ბინა მიიღონ და თქვენ შორიდან უყუროთ”, – წერს ნათია ბერიძე.

Share.