“ძალიან გვატკინეს გული ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე.. ჩემი შვილი ასეთ განცდებში არასდროს მინახავს,თუმცა მადლიერი ვარ..” – ნახეთ რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა

0

1 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოევს შეხვდა, სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა შედეგს, რომლითაც დაპირისპირება დასრულდა, ბოლო წუთებამდე, შეხვედრაში უპირატესობა ილია სულამანიძეს ჰქონდა, ბოლო 12 წამში კი ქართველი ძიუდოისტი გაფრთხილებების გამო შეხვედრიდან მოხსნეს.

დაძაბულ ორთაბრძოლაზე, არაერთგვაროვან გამოხმაურებებსა და ილია სულამანიძის ემოციებზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა ძიუდოისტის დედამ, მანანა გოჩელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება ამ დროისთვის გასაჩივრებულია:

„შვი­ლის თა­მა­შებს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­ყუ­რებ. ახლა მით უმე­ტეს. იმ დღეს ილია, რომ თა­მა­შობ­და სა­ლო­ცავ­ზე მივ­დი­ო­დი, ფეხი და­მი­ცურ­და და ნა­ხე­ვა­რი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. სა­ღა­მოს კი­დევ გული გვატ­კი­ნეს, მაგ­რამ, არა უშავს, წინ არის ყვე­ლა­ფე­რი.

ინ­ტერ­ნეტსივ­რცეს რომ გა­და­ხე­დოთ, იმათ უფრო მატ­კი­ნეს გული. ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვას თავი დავანებე. მსა­ჯის და­ნა­შა­უ­ლი იყო, უნდა მი­ე­ცათ იპო­ნი და თა­მა­ში და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. ასე წე­რენ, ვინც იცის. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა…

ძა­ლი­ან ცოტა ხანი გვე­სა­უბ­რა [ილია], ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ ძა­ლი­ან. ჩემი შვი­ლი ასე­თი აღელ­ვე­ბუ­ლი და გან­ცდებ­ში არ მი­ნა­ხავს. ალ­ბათ ნა­ხავ­დით ტა­ტა­მი­დან რომ გა­მო­ვი­და, რა დღე­ში იყო. ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ გა­და­ფა­რა. ილია რომ გვე­სა­უბ­რა, გვი­თხრა, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. არც შე­ვი­ტყვე მას­თან ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ“, – აღნიშნა მანანა გოჩელაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
წყარო:elnews.ge

Share.