“გახოსვთ მამაკაცი თოჯინით ხელში..” – როგორ ცხოვრობს მამაკაცი, რომელსაც შოვშის ტრაგედიისას 3 შვილი და მეუღლე დაეღუპა

0

გია დუ­დაშ­ვი­ლი, “კაცი თო­ჯი­ნით ხელ­ში”, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-ის ესაუბრა.
– უმ­ძი­მეს თე­მა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ერთ წამ­ში და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა. რო­გორ არის ბა­ტო­ნი გია. ალ­ბათ იცის, რომ მის­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა; სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, ენუ­გე­შე­ბი­ნა. ბევ­რი იმა­საც დარ­დობ­და, ოჯა­ხის წევ­რებს რომ ყვე­ლას იპო­ვის და დაკ­რძა­ლავს, მერე დად­გე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბიო…

– სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლეს წერ­დნენ. ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი თით­ქოს რა­ღაც მი­ზანს ხავ­სი­ვით ეჭი­დე­ბა და ეს აძ­ლე­ბი­ნებს. გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს.

– დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ცა­რი­ელ სახ­ლში ყოფ­ნა ურ­თუ­ლე­სია…

– ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა. იმას ვერ უარ­ყოფ, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი გვაქვს. ჯერ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­ძა­ხილ­მა, შენ გვერ­დით ვარ, გა­ძე­ლიო, მერე კი თა­ვის­მა სამ­სა­ხურ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. სა­ო­ცა­რი უფ­რო­სი ჰყავს სამ­სა­ხურ­ში, ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. მან უთხრა, არ და­ვუშ­ვებ, რომ სახ­ლში დარ­ჩე და სამ­სა­ხურ­ში არ იარო, ამას არ და­გა­ნე­ბე­ბო და გიაც მიჰ­ყვა. ეს მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ მარ­ტო დარ­ჩე­ნის ნება არ მის­ცეს.

– მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩანს, იქ თა­ვის ტკი­ვილს არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და

.- კი, ასე­თია, წარ­სულ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. ეს მისი ბუ­ნე­ბაა. არის თა­ვის სახ­ლში მარ­ტო და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­თი ცო­ცხლობს. ყვე­ლა­ფერს უკე­თებს რაც მის ცოლ-შვილს ზე­ცა­ში სჭირ­დე­ბათ. ასე გა­დის დრო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თა­ნად­გო­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თით­ქოს გე­ვა­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო არ და­ე­ცე და იცო­ცხლო.

წყარო: niusebi.club

Share.