“მეგობრები არ მყავდა, ძალიან მარტოსული ვიყავი..” – ნახეთ ამას ვერავინ წარმოიდგენდა,ხვიჩა კვარაცხელიას შოკისმომგვრელი აღიარება

0

ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, წარმატებამდე ურთულესი გზა გაიარა, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ კვარა ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა და ძალებს არ იშურებდა რათა თავისი ნიჭი გამოევლინა, ამჯერად თავისი ისტორია თავად კვარამ გაიხსენა
“17 წლის ასაკში ძალიან მარტოსული ბიჭი ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.
ეი, ვინ დარბის მანდ?
მე.
დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა: მორჩი რა, დაამთავრე. მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვვარჯიშობდი, ყოველღამე”- ხვიჩა კვარაცხელია
წყარო:hotnews.ge

Share.