“გონს მოეგეთ,ვის რას უხსნი,წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გაცაემას..” – ნახეთ ნინა წკრიალაშვილი მაია ასათიანის მიმართვას ეხმაურება

0

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მაია ასათიანი მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, მისი თქმით, აკრიტიკებენ.
„თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე, იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასოდეს არ დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა? მერვე წელია უკვე! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება! ნუ მმარხავთ ცოცხლად!“ – წერს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

ასათიანის ამ მიმართვას მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ეხმაურება.

„მაი, ვის რას უხსნი, ან რატომ. ვინც ამას წერს, ისე ხომ არ აჩვენებ 1-2 ვიდეოს, სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ და დანარჩენი აღარ მინდა დავწერო. მოკლედ, ხალხო! გონს მოეგეთ!

ვისაც გიკვირთ და განიკითხავთ, ზუსტად იცოდეთ, იგივე დაგემართებათ. კიდეც რამდენიმე ადამიანი რომ გვყავდეს მაიასნაირი, ბევრად კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებდით! როდემდე?“, – წერს ნინა წკრიალაშვილი.

Share.