“მაია ასათიანმა დუმილი დაარღვია..” – ნახეთ თამუნა მუსერიძეზე წარმოუდგენელი რამ გაამხილა

0

ჟურ­ნა­ლის­ტმა, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­იხ­სე­ნა წლე­ბი, რო­დე­საც მისი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის მთე­ლი გუნ­დი “ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის“ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჟურ­ნა­ლისტ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა.მაია ასა­თი­ა­ნის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ასე…

“ბევ­რი ვი­ფიქ­რე ჩა­მე­წე­რა თუ არა ეს ვი­დეო. დღეს, მე რომ ეთერ­ში ვიყო, ხუთ­შა­ბათს სტუმ­რად აუ­ცი­ლებ­ლად მე­ყო­ლე­ბო­და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მის მა­მას­თან ერ­თად. “პრო­ფი­ლის“ მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით მინ­და ვთქვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვხა­რობთ შენი სი­ხა­რუ­ლით თა­მუ­ნა. სუ­ლით და გუ­ლით გი­ლო­ცავ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი ძებ­ნა დას­რულ­და,“ – მაია ასა­თი­ან­მა მი­მარ­თვა­ში გა­იხ­სე­ნა, რომ “და­კარ­გუ­ლი ჩვი­ლე­ბის ძებ­ნა ჯერ კი­დევ 2008 წელს, ჟურ­ნა­ლისტ სოფო ოჩხი­კი­ძეს­თან ერ­თად, გა­და­ცე­მის მთელ­მა გუნ­დმა და­ი­წყო.

პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ეხე­ბო­და გა­ყი­დულ ჩვი­ლებს.

“2008 წლი­დან, 2021 წლამ­დე ჩემი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის დახ­მა­რე­ბით, ასო­ბით გა­ყი­დულ­მა ჩვილ­მა და უკვე გაზ­რდილ­მა იპო­ვა თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი. ვეხ­მა­რე­ბო­დით დე­დებს, რომ­ლებ­საც სამ­შო­ბი­ა­რო­ში უთხრეს რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყიდ­დნენ,“ – გა­იხ­სე­ნა ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

ასა­თი­ა­ნის თქმით, სწო­რედ “პრო­ფი­ლის“ გუნ­დმა და­არ­წმუ­ნა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომ მისი ის­ტო­რია გა­ე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა და გა­და­ცე­მა­ში ესა­უბ­რა.
“რო­გორ გა­ვი­გეთ ჩვენ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ამ­ბა­ვი? – სამ­წუ­ხა­როდ, თა­მუ­ნა ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს და რა­ხან თემა ასე­თი სა­ჯა­როა, მინ­და მო­გიყ­ვეთ. ეს იყო რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც მისი გამ­ზრდე­ლი დედა გარ­და­იც­ვა­ლა და მა­შინ “პრო­ფი­ლის“ პრო­დი­უ­სე­რი“ ნიკა ხა­ჩი­ძე იყო თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რი. მახ­სოვს ჩვენს ოფის­ში რამ­დე­ნი ხანი ვე­სა­უბ­რე­ბო­დი თა­მუ­ნას, რომ ეს ის­ტო­რია გა­ე­ხა­და სა­ჯა­რო და მო­ე­ყო­ლა “პრო­ფილ­ში“.

თა­მუ­ნა გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად იყო ორ­ჯერ – პირ­ვე­ლი სტუმ­რო­ბი­სას გაჩ­ნდა კვა­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან, თუმ­ცა მა­შინ ეს ძი­ე­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მე­ო­რე­ჯე­რაც იყო სტუმ­რად, თუმ­ცა ამის შემ­დეგ რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, რო­მელ­ზეც ალ­ბათ მოვა დრო და ვი­სა­უბ­რებ, “პრო­ფი­ლი“ და­ი­ხუ­რა, მე წა­მო­ვე­დი “რუს­თა­ვი 2“- დან და ჩვე­ნი ძი­ე­ბაც შე­წყდა…

მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­დღაც, ვი­ღა­ცას ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ “ჩვი­ლე­ბით ყიდ­ვა- გა­ყიდ­ვის“ კარ­ტელს ფარ­და ახა­და ჩემ­მა სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მამ“, – გა­ნა­ცხა­და მაია ასა­თი­ან­მა.

წყარო: geoline.club

Share.