“მიმართვა ჩემ დას ეხება რომელიც ახლახანს ვიპოვე..” – ნახეთ თამუნა მუსერიძის განცხადება

0

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს, სადაც მისი ბიოლოგიური ოჯახის წევრებს ეხება.
„ეს მიმართვა ეხება ჩემს დას, რომელიც ახლახან ვიპოვე. მის ფოტოებს არ ვაჩენ, რადგან თვითონ მითხრა, რომ არ გამოვიყურები ამ ფოტოებში რომელიც მაქვსო. ხვალ ან ზეგ ახალ ფოტოებს გადავიღებ და იქ გამოვაჩენ.

ჩემი ახალი ძმა და ახალი რძალი პირადად არ მინახავს ჯერ, რადგან საქართველოში არ ცხოვრობენ. მათი ფოტოების გამოქვეყნება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, სანამ პირადად არ ვნახავ და მათთან ერთად არ გადავიღებ ფოტოებს და არ დავდებ…“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

წყარო : citatebi.club

Share.