“ხმამაღლა ვტირი,სად ხარ შვილო ირაკლი, რატომ მიმატოვე..” – ნახეთ ცისნამი საყვარლიშვილი უმძიმეს პოსტს აქვეყნებს

0

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი 21 წლის ასაკ­ში იქცა მარ­ტო­ხე­ლად დე­დად. მალე იგი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და შვილის და­ტო­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია.
წლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­დე­საც ერთ დღეს ირაკ­ლიმ დე­დის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.ცის­ნა­მი ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ზრუნ­ვი­სა, მასა და შვილს შო­რის აღ­მარ­თუ­ლი კე­დე­ლი ვერ და­ან­გრია. ახლა კი შვილს დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს… რთუ­ლია მისი სა­უ­ბა­რი ემო­ცი­ის გა­რე­შე მო­ის­მი­ნო, დე­დის,

რო­მელ­მაც ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლი მა­ინც ვერ და­იბ­რუ­ნა, თუმ­ცა იმედს მა­ინც არ კარ­გავს.

„ჩემ­მა ერ­თა­დერ­თმა სის­ხლმა და ხორ­ცმა, ჩემ­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა. ახლა იქ მინ­და ვცა­დო ბე­დიო. ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკა­დე­მი­ა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბა და იქი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. ამე­რი­კა­ში მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა კა­ლათ­ბურთში, ოთხი წელი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თო აქ, რთუ­ლი­აო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და წა­ვი­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე არ ვე­თან­ხმე­ბო­დით, ასე ად­ვი­ლად აქ არა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა, დროა, სა­ჭი­რო და ბევ­რი შრო­მა. მა­მა­მის­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ჩუ­მად უყი­და ბი­ლე­თი და თბი­ლის­ში გა­უშ­ვა. ისე წა­ვი­და რომ არ და­მემ­შვი­დო­ბა. ჩუ­მად გა­ი­პა­რა. თუ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს არ სცემ, ხელს მა­ინც ნუ შე­მიშ­ლიო. ზუს­ტად ვიცი, რომ 16 წლის ბავ­შვი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მარ­ტო ვერ მი­ი­ღებ­დი და მა­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი.

წა­ვი­და და მის შემ­დეგ გუ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. ისე ცუ­დად ვარ, რომ მე­ში­ნია გული არ გა­მის­კდეს და გულ­მოკ­ლუ­ლი, გულ­ნატ­კე­ნი არ წა­ვი­დე ამ ქვეყ­ნი­დან. სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ ამას. ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს. ირაკ­ლის ოთახ­ში ალექ­სან­დრეს გა­რე­შე ვე­ღარ შევ­დი­ვარ, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის. ხმა­მაღ­ლა ვტი­რი და ვე­ძა­ხი: “ირაკ­ლი, ირაკ­ლი, სადა ხარ შვი­ლო? რა­ტომ დამ­ტო­ვე? რა­ტომ წახ­ვე­დი? ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, რომ ირაკ­ლი ჩემს გვერ­დით აღარ არის. მიყ­ვარ­ხარ შვი­ლო. მალე დაბ­რუნ­დი დე­დას­თან, გე­მუ­და­რე­ბი.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხე­დავ, რომ რაც არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, შვი­ლი არ უნდა და­ტო­ვოს და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ უნდა წა­ვი­დეს. ამ დროს შვი­ლებს ისე ჩუ­მად ვკარ­გავთ, რომ ვერც ვი­გებთ. გა­და­სუ­ლი ვართ ფუ­ლის შოვ­ნა­სა და დაგ­რო­ვე­ბა­ზე და ამ დროს გვა­ვი­წყდე­ბა ჩვენს შვი­ლებს რო­გორ ვჭირ­დე­ბით. ფე­რა­დი ტან­საც­მლი­სა და “აი­ფო­ნე­ბის” მა­გი­ერ დე­დის ალერ­სი და სით­ბო სჭირ­დე­ბათ. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნივ­თი და ფუ­ფუ­ნე­ბა ვერ ამო­ავ­სებს იმ და­ნაკ­ლისს რა­საც დე­დის არ ყოფ­ნით გა­ნიც­დი­ან. ამას ვერ გვპა­ტი­ო­ბენ და და­აქვთ თა­ვი­ა­ან­თი პა­ტა­რა გუ­ლე­ბით ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სი. შემ­დეგ ერთ ბი­ნას იყი­დის, მერე მე­ო­რე ბი­ნის ყიდ­ვა უნდა, ბიზ­ნე­სის აწყო­ბა, დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარ ფიქ­რობს და უფრო და უფრო მეტი უნ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში კი ვკარ­გავთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს, შვი­ლებს. არ და­ტო­ვოთ შვი­ლე­ბი და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ წახ­ვი­დეთ. ეს ჩემი რჩე­ვაა. ვინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ხომ კარ­გი.

მშობ­ლე­ბო, არ უთხრათ ცუდი თქვენს შვილს მე­ო­რე მშო­ბელ­ზე. ამით მხო­ლოდ ბავ­შვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევთ. მე ვცდი­ლობ­დი ჩემი სი­მარ­თლე და­ე­ნა­ხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო ამის­თვის. ეგ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ამა­ზე ვჩხუ­ბობ­დით ხოლ­მე. ვინც გა­ზარ­და მათი სი­მარ­თლის სჯე­რო­და. ანუ ვი­თომ მე დავ­ტო­ვე მა­მა­მი­სი და კაი ცხოვ­რე­ბის სა­შოვ­ნე­ლად წა­ვე­დი ემიგ­რა­ცი­ა­ში. შარ­შან “ია ფა­რუ­ლა­ვას” შო­უ­ში მამა და ბე­ბია რომ სა­ჯა­როდ გა­ვუ­ლან­ძღე ეგ ვერ მა­პა­ტია.

ირაკ­ლი ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ბე­ბი­აა მის­თვის დედა და მე არა­ვინ. გა­უ­ცხო­ვე­ბა ეგ­რე­ვე იგ­რძნო­ბა. ჩვენს შო­რის დიდი კე­დე­ლი იყო აღ­მარ­თუ­ლი. ვცა­დე და ვერ და­ვან­გრიე. ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მო­და, მე მისი. რა­ღა­ცას ვე­ტყო­დი და შენი გაზ­რდი­ლი არა ვარო. ეგ სი­ტყვე­ბი, რო­გორც დანა გა­მი­ყა­რონ გულ­ში ისე მხვდე­ბო­და. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, უზო­მოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წე­სი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის. ვწუხ­ვარ რომ ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მის. თან ახლა ისე­თი ასა­კი აქვს, დედა მტე­რი ჰგო­ნია და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მოყ­ვა­რე. იმე­დია მალე შე­იც­ვლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ირაკ­ლი გონს მო­ე­გე­ბა. მე ვცდი­ლობ­დი კარ­გი დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ ისიც კი არ ვი­ცო­დი რო­გო­რი დედა უნ­დო­და მას. ძა­ლი­ან ძნე­ლია როცა სხვის ყა­ი­და­ზე გაზ­რდი­ლი შვი­ლი, შენს ყა­ი­და­ზე ვე­ღარ გა­დაგ­ყავს. ის შენი აღა­რაა.

ირაკ­ლი ავ­ჭა­ლა­შია მა­მა­მი­სის მშობ­ლებ­თან. არ მე­კონ­ტაქ­ტე­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ჩემ­ზე, თუ რა­ტომ ვარ ის­ტე­რი­კა­ში და რა­ტომ ვერ ვუ­გებ მას. მე ყო­ველ დღე ვწერ და ვხე­დავ რო­გორ ნა­ხუ­ლობს და არ მპა­სუ­ხობს. რამ­დენ­ჯე­რაც არ მპა­სუ­ხობს, იმ­დენ­ჯერ დანა მერ­ჭო­ბა გულ­ში!” – უთხრა “ამბებს” ცისნამი საყვარლიშვილმა.
წყარო:niusebi.club

Share.