“ჯოჯოხეთში ხარ თითქოს,პირველი გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახე..” – ნახეთ რას ამბობს ბიჭი, რომელსაც მეხი დაეცა

0

ბა­თუმ­ში, სა­ნა­პი­როს­თან რუსი ეროვ­ნე­ბის დამ­სვე­ნებ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს, მეხი და­ე­ცა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, მო­ცეკ­ვა­ვე ტუ­რისტს რო­გორ ეკი­დე­ბა ცე­ცხლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად.რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის პა­ველ სმირ­ნო­ვი სა­მა­რა­დან მე­გობ­რებ­თან და ძმას­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებ­და. გუ­შინ ღა­მეს მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს ნავ­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს გა­სუ­ლიყ­ვნენ, რათა

მზის ჩას­ვლა და ლა­მა­ზი ხე­დე­ბი გა­და­ე­ღოთ.
გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში კა­ცებ­მა ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს, შემ­დეგ კი და­ი­ნა­ხეს, რომ პა­ველს მეხი და­ე­ცა. დარ­ტყმამ ახალ­გაზ­რდა კაცი მი­წა­ზე და­აგ­დო და ცე­ცხლი მო­ე­კი­და. მე­გობ­რებ­მა სას­წრა­ფოდ მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს და სა­ნა­პი­რო­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და, რო­მელ­მაც და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად სმირ­ნოვ­მა მუ­ცელ­ზე, ზურ­გსა და ფე­ხებ­ზე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. რუ­სულ იმე­დია წერს, რომ ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რომ კაცი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დარ­ჩა.

მე­ტიც, პა­ვე­ლი უკვე გონს მო­ვი­და და პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: “პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე იყო გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთ წამს ცეკ­ვავ და შემ­დეგ კვდე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვის, თით­ქოს ჯო­ჯო­ხეთ­ში ხარ, სუნ­თქვა გი­ჭირს, ფე­ხებ­სა და მკლა­ვებს ვერ ამოძ­რა­ვებ. ვი­ფიქ­რე, ახლა ცოტა ხანს გა­ვუძ­ლებ, ან და­ვიხ­რჩო­ბი, ან ბო­ლომ­დე და­ვიწ­ვე­ბი-მეთ­ქი“, – გა­ნა­ცხა­და სმირ­ნოვ­მა.ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გრძნობ­და, მას მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის ყვი­რი­ლი ეს­მო­და და ხვდე­ბო­და, რომ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო, ის კვდე­ბო­და.

“ორი­ვე ფეხს ვერ ვგრძნობ­დი, მხო­ლოდ ერთ ხელს ვა­მოძ­რა­ვებ­დი ნორ­მა­ლუ­რად. დამ­წვრო­ბის­გან სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და, თით­ქოს სუნ­თქვა არ შე­მეძ­ლო. ვფიქ­რობ­დი: ”კარ­გი, სიკ­ვდი­ლი ნორ­მა­ლუ­რი ჩანს, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ასე სწრა­ფად?” – ამ­ბობს სმირ­ნო­ვი.
იმ წუ­თებ­ში, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას გა­დაჰ­ყავ­და, მას­თან მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ცდი­ლობ­დნენ გონი არ და­ე­კარ­გა.

“ზე­ვი­დან მი­ყუ­რებ­დნენ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ ვარ. მე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ვერ ვმოძ­რა­ობ­დი!” ად­გილ­ზე ჩემ­მა ძმამ ჩემი მა­ი­სუ­რი გა­მაძ­რო, რო­მელ­საც ცე­ცხლი ეკი­და. ასე­ვე სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი და საც­ვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეგ­რე­ვე და­იწ­ვა, შორ­ტი ისეთ მდგო­ამ­რე­ო­ბა­ში იყო, თით­ქოს თო­ფი­დან მეს­რო­ლეს, მა­ი­სუ­რიც ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი იყო“, – იხ­სე­ნებს პა­ვე­ლი.
ამ დრო­ის­თვის სმირ­ნო­ვი ბა­თუ­მის სა­ა­ვამდყო­ფო­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა.სა­ვა­რა­უ­დოდ კლი­ნი­კას რამ­დნე­ი­მე დღე­ში და­ტო­ვებს.
წყარო:citatebi.club

Share.