“მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კესარია სახლიდან გავიდა და როდესაც ბრუნდებოდა ბექა ჯაიანმა მას..” – ვრცელდება უმძიმესი ვიდეო

0

დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე იმ კორპუსიდან, სადაც 18 სექტემბერს, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს, ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ კესარია აბრამიძე 18:49–ზე 2 წუთით სახლიდან გამოვიდა და დაბრუნდა.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, კესარიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი საცხოვრებელ კორპუსთან 18:53 წუთზე მიდის ტაქსით; ადის კიბეზე და მაღაზიაში შედის, შემდგომ უკვე კორპუსის ლიფტთან – მას ხელში უჭირავს პარკი, რომელშიც სავარაუდოდ რამდენიმე ბოთლი აწყვია; ხოლო როცა კიბეზე უკან ჩარბის, უკვე 19:10 წუთია.

Share.