კესარია აბრამიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა :
“დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, პირველად ექიმთან სწორედ დედამ 14 წლის ასაკში მიმიყვანა.
ავიარე ფსიქოლოგიური დაკვირვება. 14 წლის უკვე ძალიან ლამაზი გოგო ვიყავი, მეტიც, 13 წლის ასაკში ერთ-ერთი ქორწილიდან მომიტაცეს, რაზეც ჩემი მშობლები გაგიჟდნენ.
დედაზე კარგი მეგობარი მე არ მყავს. რაღაც
ასაკში მეუბნებოდა, რომ რაღაცები ისე არ გამეკეთებინა, როგორც ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, რომ იცი რა?! იცხოვრე ისე, როგორც გინდა, იმიტომ, რომ მეც მინდოდა ეს ყველაფერი ბავშვობაში და ჩემს თავს ვხედავ შენშიო.
სქესის ცვლილების გადაწყვეტილება როცა მივიღე, დედას მხოლოდ სამედიცინო კუთხით ეშინოდა, რომ ჩემს ჯანმრთელობას არ შეჰქმნოდა საფრთხე, სხვა მხრივ, ჩემ გვერდით იყვნენ დედაც და მამაც. ოპერაციის დღე მამისთვის არ მითქვამს, მერე გაიგო და ყოველ დღე კამერით მირეკავდა, მაგრამ ვერ მელაპარაკებოდა, მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები. ყოველთვის ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას ჩემი მშობლებისგან. მამა, სამწუხაროდ, უკვე გარდაიცვალა. დედას ძალიან მამსგავსებენ ყველაფრით, გარეგნობით, მიმიკებით, ქცევით… მიუხედავად ამისა, საჯაროდ გამოჩენა არ სურს და ამბობს, რომ თუ პოპულარობა ენდომებოდა, ამას თავისით მოახერხებდა. ხან ვის მამსგავსებენ, ხან – ვის, მაგრამ ჩემთვის იდეალი ყოველთვის დედა იყო, სულ მინდოდა, დედაჩემისნაირი ვყოფილიყავი”, – ამბობდა კესარია აბრამიძე.