ჩემმა ყოფილმა მდგმურმა ბინა იყიდა რუსთავში. ამას წინათ გამომიარა და ეს ამბავი მომიყვა.
ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური, თავიდან ვიფიქრე რომ ჩხუბობდნენ, მაგრამ მერე მივხვდი რომ ნამეტანი ვნებიანი სექსი ხმები იყო…თან არ ჩერდებოდნენ…მარტო ვიყავი და გრძნობებს რომ არ ავყოლოდი ტელევიზორი ჩავრთე მუსიკალურ არხზე ბოლომდე ავუწიე…ჩამეძინა…გამაღვიძა გაბმულმა ზარმა, გავაღე კარი და ვიღაც
მაღალი ულვაშებიანი კაცია..
– რა ხდება მეგობარო!…ცოტა რომ ჩაუწიო ტელევიზორს არ შეგიძლია?!…ხალხი ცხოვრობს აქ!… ღამეა და ძილი გვინდა!…
– თქვენ ვინ ბრძანდებით?…
– ზედა მეზობელი ვარ!..
– აა ზედა?!..ანუ თქვენ მუსიკის ხმამ შეგაწუხათ და “მიდი კახა არ დამზოგო!” და ” არ გაჩერდე კახა რა კარგი ხარ !” ამის ხმამაღლა ყვირილი ძილისპირულია მეზობლებისთვის თქვენი აზრით?!…
– ვინ კახა?!..ზურა მქვია!..სამსახურიდან გვიან მოვედი… უცებ გაფითრდა…
– ნაღდად ზემოდან მოდიოდა ეგ ხმები?… აქ უკვე მივხვდი რომ შარში გავყავი თავი…
შენიშვნა : ფოტო პირობითია