“ჩემი შვილი ბოლტის კურიერად მუშაობს და..” – ნახეთ რა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა ექსპრეზიდენტმა

0

„ჩემი შვილი ნიკუშა მუშაობს „ბოლტის” კურიერად, ველოსიპედით დააქვს საკვები, უამრავი ადამიანის აზრს იგებს და მიყვება ხოლმე” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა:
„რუსეთის დიდი ჰიბრიდული ოპერაცია მიმდინარეობდა მთელი ეს დრო. მაგრამ დღეისთვის ჩართულია სრულიად სხვა ძალები, რომელთა პირობებში რუსული სტერეოტიპები არ მუშაობს. თან, მე დავბრუნდი და

ძალიან ბევრი მითი დავანგრიე ამ დაბრუნებით.
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილის არა მხოლოდ სიმპათია, არამედ დიდი სიყვარული სწორედ ჩვენ გვაქვს და ეს განპირობებულია სწორედ იმ სიყვარულით, რომელიც თავის დროზე დავთესეთ.
თან, რაც მიხარია, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი უერთდება ნაციონალური მოძრაობის ახალ ტალღას. ეს ვიცი ბევრი წყაროდან. მათ შორის, ჩემი შვილი ნიკუშა მუშაობს „ბოლტის” კურიერად – ველოსიპედით დააქვს საკვები, უამრავი ადამიანის აზრს იგებს და მიყვება ხოლმე” – თქვა სააკაშვილმა ინტერვიუში.

Share.