არიან თუ არა ილია და ქეთა თოფურიები ნათესავები – ამ კითხვით რუსული მედია დაინტერესდა. ქეთა ილიაზე 11 წლით უფროსია და არასოდეს უსაუბრია ვარსკვლავ მებრძოლთან შესაძლო ურთიერთობაზე.ამასთან, ილია თოფურიას მომღერალთან კავშირის შესახებ ერთხელ უკვე ჰკითხეს: “დიახ, საქართველოში რომ ვცხოვრობდი ვიცოდი მის შესახებ. ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მისი სახელი ბავშვობაში გავიგე. ის კიდევ მღერის?
ჟურნალისტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთში გამოდის
ილია თოფურია: მაგარია
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სკოლაში დაიწყო ვარჯიში.
15 წლის ასაკში საცხოვრებლად ესპანეთში, ალიკანტეში გადავიდა, სადაც საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით Climent Club-ში დაიწყო ვარჯიში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი, როგორც პროფესიონალის ადგილობრივ შეჯიბრებებში.