ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 აგვისტოს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.“მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გასცეს სეხები,რომელთა დაბრუნების შესაძლებლობა მათ არ ჰქონდათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
ვალის ჩამოწერა მოხდეს”– განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.
სრულად რომ გაერკვეთ საქმის ვითარებაში ნახეთ ვიდეო ქვემოთ