ცნობილმა მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ მან შეადგინა ანდერძი, სადაც თავისი ქონება ნათესავებს დაურიგა. ანდერძის შესახებ ინფორმაცია მან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გადაცემაში გაამხილა.გადაცემის მსვლელობისას ირინა პატლახმა თქვა, რომ ოჯახის თითოეული წევრი მიიღებს თავის წილს: ის, ბავშვები და უახლოესი ნათესავები. ამრიგად, ოფიციალური ქორწინების
არარსებობის მიუხედავად, პატლახი არ გრძნობს რაიმე დისკომფორტს და გაურკვევლობას.
თუმცა, სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ თავს ახალგაზრდად თვლის. “60 წლის ასაკში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, უსაზღვროდ ძლიერი და უსაზღვროდ ახალგაზრდა, რადგან ვიღაცას ვჭირდები. როცა ვინმეს სჭირდები, ყოველთვის ახალგაზრდა ხარ“, – წერს პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.