“დედამ საკუთარი 14 წლის შვილი აბაზანაში დაახჩო..” – ნახეთ სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა და ქალი ვერ შეაჩერეს

0

აშშ-ში, ფლორიდაში დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო. შემთხვევის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ცდილობდნენ ქალისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა უშედეგოდ.
ქალმა აბაზანის კარი ჩაკეტა, ამიტომ მისი შეჩერება ვერ შეძლეს. მოგვიანებით, კარის გატეხვა პოლიციას ძალით მოუწია.

როგორც უცხოური მედია წერს, ოჯახის წევრებმა პოლიციაში და სასწრაფოში მალევე დარეკეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დედა პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
წყარო:savednews.cc

Share.