საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტირს მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში , მიუხედავად იმისა, საიდან შემოვლენ ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ“.
„ამ რეალობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს: ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეს ასევე, პრემიერმინისტრ გახარიასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეჩერდა.