აღდგომა, ბზობა და ხარება საგანგებო მდგომარეობის გამო ტაძრებში ვეღარ აღინიშნება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით მიმართა პრეზიდენტს საგანებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. პრემიერის თქმით, შეზღუდვები დაწესდება ეკლესიებში შეკრებებთან დაკავშირებითაც. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ერთ თვეს გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველფერს ყველაფერში და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მიუხედავად იმისა რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივეა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციაში პრობლემა არ გვექნება“, – განავხადა პრემიერ-მინისტრმა.

საგანგებო მდგომარეობა იქნება 19 აპრილსაც, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

Share.