“თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ, ოღონდ შესაწირის ხორცი თქვენ არ მიირთვათ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გოგა მანია დედის გარდაცვალებიდან 25 წლის თავზე

0

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი ამჯერად ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დედის გარდაცვალების 25 წლის თავთან დაკავშირებით შესაწირზე საუბრობს, რომელსაც იგი ყოველთვის წირავს.

„ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეა დღეს…იმიტომ, რომ უამრავი შესაწირი უნდა გავაკეთო. დღეს 6 რიცხვია, დედაჩემის გარდაცვალებიდან 25 წლის თავია… მე ვცდილობ რომ წელიწადში რამდენიმეჯერ გავაკეთო შესაწირი. შესაწირი არა, ერთი, ორი ან სამი, არამედ ბევრი ოდენობით ცხვარი, აქამდე მოსვლა არის ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ შესაწირის გაკეთებისა და ლოცვის მერე, რადიკალურად იცვლება ყველაფერი. შეგიძლიათ შესაწირი თქვენც გააკეთოთ და შესაწირის ხორცი თქვენ არ მიირთვათ, დაურიგეთ სხვებს, ვისაც არ აქვს“,- ამბობს გოგა ვიდეომიმართვაში.

Share.