ესპანეთში ვირუსით დაღუპული ქალი იმ ბავშვის დედაა, რომელიც ამბობდა: ”ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებასო”

0

დღეს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ემიგრანტი, 5 შვილის დედა, ცირა ნაჭყებიაა, რომელსაც საქართველოში მელანომის დიაგნოზი დაუსვეს.
მანამდე, სოციალურ ქსელში მისი 8 წლის შვილის, გიო ნაჭყებიას ინტერვიუ გავრცელდა.
„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას. დედა რომ მახსენდება სულ მეტირება. ყოველდღე უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. დიდი ხანი არ ჩამოვლენ დედა და მამა, ნეტა გამაძლებინა იქამდე. მე კაცი ხომ ვარ ახლა, ხომ ვფიქრობ ჩემს დებს რა მოვუტანო საჭმელი, ბებოს რა ვუშველო. ჩემი ძმა პატარაა და ვერ დადის.

ამას წინათ მეზობელმა მითხრა, სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი, ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ?“, – ამბობდა „სიკეთის ქალაქის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბავშვი.

16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ცირა ნაჭყებიას კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს მისი მდგომარეობდა დამძიმდა და გარდაიცვალა.

Share.