”გეხვეწებით, ამ ერთხელაც დამეხმარეთ, აქ ნუ დამატოვებინებთ ცხედარს…” – ნახეთ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლის წერილი

0

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ნაჭყებიას მეუღლე დახმარებას ითხოვს. “პრაიმტაიმი” მამუკა ნაჭყებიას მადრიდში დაუკავშირდა.
“გეხვეწებით სრულიად საქართველოს, დამეხმარეთ. აქ ნუ დამატოვებინებთ ცხედარს. რამენაირად მიშველეთ, დამეხმარეთ გადმოსვენებაში, ვისაც შეგიძლიათ დახმარება. ატირებული ხუთი შვილი ელოდება სახლში. გთხოვთ, ეს ისედაც დატანჯული ადამიანი თავის მიწას მაინც მივაბარო“, – ამბობს მამუკა ნაჭყებია.

მისივე თქმით, თუ გადმოსვენების საკითხი დროულად ვერ მოგვარდა მისი მეუღლის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქართელოს საკონსულო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლება დაითანხმოს ცხედრის დამარხვაზე, რაც უკვე მოგვიანებით საქართელოში გადმოსვენების შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისთვის: 5 შვილის დედას, ცირა ნაჭყებიას საქართველოში მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. ესპანეთში კი ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, რამაც გუშინ მისი გარდაცვალება გამოიწვია. საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.

Share.