დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი.
გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები მას სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია.
ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.