“მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე, მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა…”- nათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

0

ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ინფორმაციას, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნინო ბოჭორიშვილი. მთელი საბერძნეთის ათენის ემიგრაცია ტირის.
მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე.
ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.

ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს.

ჩვენს დამსხვრეულ გულებში, შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა.

ათენის ემიგრანტებს შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად, შენს მარადიულ სასუფეველში, ჩვენო უიღბლო, ჩვენო გაუხარელო, ჩვენო უსახელო გმირო ქართველო ემიგრანტო…“,- წერს შოთო.

Share.