განაჩენი გამოუტანეს, ცნობილია რამდენი მიესაჯა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს.

0

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 წლის ჯაიანს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 20 სექტემბერს შეუფარდა.

Share.