კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში. გვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
მომხდარი სავარაუდოდ შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
შემთხვევა, სოფლის ცენტში ღამით მოხდა სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა. სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. ექიმის თქმით მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფო დატოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო geonewest.com