“გიორგი და უტა ძმებივით არიან… ამბობენ, მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენო” – რას ჰყვებიან ახალგაზრდებზე, რომლებიც მტკვარში მანქანით გადავარდნენ

0

ფო­ტო­ზე: უტა ელი­ა­ვა, გი­ორ­გი(გიგა) შა­მუ­გია
ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი სამი მგზავ­რი ამ დრომ­დე არ უპო­ვი­ათ.
თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვა ღა­მის 12-დან, 1:00-მდე მოხ­და შემ­თხვე­ვა. მისი თქმით, კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც ამოჰ­ყავ­დათ, წყალ­მა წა­ი­ღო.

“ერთი ამოყ­ვა­ნი­ლია, ერ­თმა გა­ცუ­რა წყალ­ში, ვერ მო­ას­წრეს ამოყ­ვა­ნა. წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო. 2 მან­ქა­ნა­ში­აო, ამ­ბო­ბენ…“ – აცხა­დე­ბენ ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი.

მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.
“ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ს. – მ მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავა­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­უქ­მნა სხვა ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლის მძღოლ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და” – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე უტა ელი­ა­ვას და გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეძე­ბენ. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან იყ­ვნენ.

უტა 24 წლის არის, გი­ორ­გი – 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა პირი მარ­თავ­და. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, მე­სა­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

“გი­ორ­გი და უტა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი. ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, დაბ­ნე­უ­ლე­ბი და შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი, სა­უ­ბა­რი გვი­ჭირს. რო­გორც გა­ვი­გეთ და თვითმხილ­ვე­ლებ­მაც თქვეს, მე­ო­რე მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ინერ­ცი­ით გა­და­ვარ­დნენ მტკვარ­ში. გი­ორ­გი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით ჯერ­ჯე­რო­ბით” – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი

წყარო: geonewest.com

Share.