ისანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს! – დასისხლიანებული ახალგაზრდა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გუშინ დღის მეორე ნახევარში ნახეს.
მოქალაქეებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, კაცს მთავარი არტერია ჰქონდა გადაჭრილი.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ თვითმკვლელობასაც. განსაკუთრებული ხმაური და ჩხუბი მათ არ გაუგონიათ. ადგილზე კრიმინალური პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.
წყარო: geonewest.com