სარფიდან ბათუმისკენ მიდიოდნენ, რა სახელდება ავაარიის მიზეზად, რა ინფორმაცია გახდა ცნობილი.

0

გო­ნი­ო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მი­მა­ვალ­მა BMW-ს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და იქვე სახ­ლთან გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ BMW-ს მარ­კის მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ორი ბიჭი და­შავ­და. ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ერ­თმა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, ხოლო მე­ო­რე ახალ­გაზ­რდას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ისი­ნი და­ად­გე­ნენ ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზებს, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.
ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე სა­ხელ­დე­ბა. უმ­ძი­მე­სია მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გი. სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ დიდ ტრა­გე­დი­ას. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა წვე­უ­ლე­ბა­თა სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ანა მა­ხა­რა­ძე, მეგი ჯა­ი­ა­ნი და სა­ლო­მე გორ­გა­ძე
წყარო:geonewest.com

Share.