“გემუდარებით ბოლომდე წაიკითხეთ, თორემ რაც აქ დატრიალდება იტალია მონაგონი იქნება, ეპიდემიის აფეთქების წინაშე ვდგავართ” – იმნაძის მიმართვა სრულიად საქართველოს

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები მიმართული იყო შიდა გადაცემის პრევენციისკენ. მისივე განცხადებით, ახლა ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული და თუ ხალხი არ დარჩება სახლში, მაშინ ინფექციის გავრცელება გაგრძელდება.

“ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში! აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება” – განაცხადა იმნაძემ.

Share.