რამდენიმე კვირის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა 1989 წლის სისხლიანი მოვლენები გაიხსენა და კათოლიკოს პატრიარქი ხალხის ღალატში დაადანაშაულა.
“მოგვიწოდა, დავიშალოთ და ვილოცოთო. პატრიარქი განათლებული ადამიანია, ჩახედული, მაღალი რანგის ინტელექტუალია ნამდვილად. მან ძაან მშვენივრად იცოდა, სად იყო მოსული. მისი ავტორიტეტი მაგ მომენტში არ იყო ისეთი მაღალი, როგორც გასულ, ბოლო წლებში. მან თქვა – ვიცი მოვლენ და ცუდი ამბები მოხდებაო. მაშინ შეურაცხყოფა მიაყენეს იმით, რომ ირაკლი წერეთელმა მიკროფონი გამოსტაცა და თავად დაიწყო „მამაო ჩვენო“-ს წაკითხვა. ამის მერე პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე, რომ მან უბრალოდ გვიღალატა. პატრიარქი რომ ხარ, დადექი ხალხთან ერთად და იდექი ბოლომდე! პატრიარქი გაიქცა. მისი ადგილი იქ არც იყო, რადგან ის არ გულშემატკივრობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადმა გამოუქვეყნდა მასალა, რომ იგი იყო უშიშროების აგენტი და პატრიარქმა სინოდზეც აღიარა, რომ – დიახ, ვიყავი, იმიტომ რომ ეკლესიას ასე სჭირდებოდაო.
იმ მომენტში, როცა შენი ხალხი დგას და მოდის უცხო, რომელმაც ესენი უნდა დახოცოს, იქიდან წასვლა, როგორ შეიძლებოდა. ეგ რომ გარბოდა, ხალხი პირიქით, აქციაზე მორბოდა“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი გავიდა