მსახიობი ზურა პირველი სოციალურ ქსელში წერს:
“ვუყურებ ფოტოებს და ვიდეოებს, რა ხდება დღეს (ბზობას) თბილისის ქუჩებში და არც ვიცი, რა უნდა დავწერო: საპატრიარქოს, მთავრობის და ხალხის საქციელი სცდება საღი აზრის საზღვარსაც და სინდისის საზღვარსაც!
მე რა შემიძლია გავაკეთო?
ალბათ არსებობს რიტუალი, რომლითაც უარს იტყვი ქრისტიანულ რელიგიაზე და გავივლი იმ რიტუალს!
თუ არ არსებობს ასეთი რიტუალი, როცა თბილისში ჩავალ, მივალ ანჩისხატის ეკლესიაში, სადაც მოვინათლე (რა თქმა უნდა, საპატრიარქოში მე არავინ შემიშვებს) და დავტოვებ იქ ჩემს ნათლობის ჯვარს. თუ ვინმე რამეს მკითხავს, მშვიდად ავუხსნი მიზეზს!
მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ მისი ადგილი აღარაა დღეს არცერთ ქრისტიანულ ეკლესიაში. ამიტომ ვიკმარებ ქრისტეს იმ ნაწილს, რომელიც ჩემშია!
მე აღარ ვიქნები ქრისტიანი!
ვიქნები ადამიანი, რომელსაც ქრისტე უყვარს!”
წყარო: alia. ge