“ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი კიდევ უნდა გაგრძელდეს, იცით რატომ? მე გეტყვით სიმართლეს…” – ახლახანს თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გააკეთა

0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით საჭიროა, მოქმედებდეს კომენდანტის საათიც.

„ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

Share.