“10 წლის ბავშვს წყევლიან იმის გამო რომ…” – ედუარდ შევარდნაძის რძლის, თათია შარანგიას სულისშემძვრელი მიმართვა

0

წარმატებული პიანისტი და საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რძალი სოციალური ქსელში მისი შვილის შესახებ წერს – ედუ შევარდნაძეს, „პროფილში“ გამოჩენის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ ლანძღავენ, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის შვილთაშვილი და მოგვარეა:
„გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის… 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება… რადგან ედუარდ შევარდნაძეა… (ოღონდ ედუა და 10 წლის არის)…. არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ – მადლობა მათ…

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი…. ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური.. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას… ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს… ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ… გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს….

ყველას შვილს ნათელი და ბედნიერი მომავალი“
წყარო: epicentri.club

Share.