ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო. მოზარდი თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.
„imedinews“-ის ინფორმაციით, ბანაობის დროს ის ხელოვნურად დაგუბებულ წყალში გადახტა, თუმცა მცენარეებში გაიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო.
როგორც „imedinews“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო პირობითია