“ბათუმში, დედის თვალწინ დაიღუპა…” – კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

ტრაგედია მოხდა ბათუმში. პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი 6 წლის გოგონას დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მათ გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ბავშვი პროზექტურაში გადაასვენეს. ამ ეტაპზე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ფორტუნა

Share.