“დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში გადავარდა” – რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

0

თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ში 6 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო. “სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა და მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რეს გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ხერ­ხდა მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა.
ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, რო­დე­საც დე­დას ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­სე­ირ­ნოდ ჰყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც “რუს­თა­ვი 2”-თან მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, დედა შვი­ლებს მდი­ნა­რეს­თან არ­სე­ბულ კლდე­ზე ფო­ტო­ებს უღებ­და, რა დრო­საც 6 წლის ბიჭს ქვა­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და მტკვარ­ში ჩა­ვარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

“რო­გორც ვი­ცით ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად… დე­დამ რომ და­ი­ნა­ხა ორ-ორი ბავ­შვი წყალ­ში, ისიც შე­ვი­და წყალ­ში… ბიჭი და­ი­ღუ­პა, და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია” – ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

Share.