“დაურეკა ორსული ქმარმა მცემაო, წავიდა და გაიფინა ის არაკაცი წიხლის ქვეშ…” – ხატია სიჭინავა თავის მეუღლეზე ატეხილ სკანდალს ეხმაურება

0

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ინსტაგრამზე ქმარ-შვილის ფოტოს აქვეყნებს და მისი მეუღლის, რამაზ ნოზაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ძალიან საინტერესო საზოგადოება გვყავს !! დღეს სურამში ქმარმა მოკლა ცოლი ბავშვების თვალწინ ! ასე ხდება ყოველდღე თითქმის და თურმე დამ რომ დაურეკა ქმარმა მცემა ორსულიო, ორსულის ცემა კი არ ყოფილა ძალადობა, ძმამ რომ არაკაცი გაიფინა ის ყოფილა მთავარი, რა თქმა უნდა პოლიცია უნდა ჩართო, მაგრამ ანუ ძმას დაერეკა პოლიციაში, დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა როდის ამოხდიდა სულს ცემით სანამ პოლიცია მივიდოდა?!

არა სვავებივით რომ ეტაკნენ ჩემს ქმარს ეს უსაქმური კლავიატურის ჭიები, 3 გოგო ყავს და როგორ გგონიათ? რომელიმემ რომ დარეკოს მსგავსი ინფორმაციით, რას იზამს მამა?! ან სანამ მამა მივა რას ვიზამ მე?! ცხვირპირს გავუერთიანებ !!! არა როგორ აღშფოთდნენ” – წერს სიჭინავა.

შეგახსენებთ, რამაზ ნოზაძემ “ტვ პირველის” ეთერში გუშინ დაკავებული მოჭიდავის ირაკლი ლომაძის საქმეს შეეხო.

მან განაცხადა, რომ გაცხარებული ქართველი პოლიციაში არ დარეკავს.

Share.