”მექანიკური შეცდომა იყო, აი სინამდვილეში რა უნდა დამეწერა” – ნახეთ რას ამბობს პედაგოგი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილზე ხალხი გააღიზიანა

0

პედაგოგის ლია ჩხენკელის კომენტარს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ კი პედაგოგმა დაწერა, რომ მას უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა.
„ტელეფონები რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები, საწყისი თუ ემთხვევა ავტომატურად ასრულებს. ჩვეულებრივად შეიძლება არ დააკვირდე და გააგრძელო წერა. თქვენი გადასაწყვეტია გჯერათ თუ არა“, – წერს ლია ჩხენკელი.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩხენკელი წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”

Share.